Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჯინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20.

ძირითადი მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების შერჩევა, ინტერვიუების ჩატარება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია
** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა
** HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (შრომითი ხელშეკრულებები, შიდა რეგულაციები, ბრძანებები და სხვა)
** ხელფასების ადმინისტრირების პროცესის მართვა
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება
** სასწავლო და განვითარების პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და შეფასება
** თანამშრომელთა შესრულების შეფასების პროცესში მონაწილეობა
** შიდა კომუნიკაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაში აქტიური ჩართულობა
** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
** HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** SELF.HR სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებისა და სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე