Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.mifasi.ge/
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს დირექტორის ასისტენტს.

მოვალეობები:

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** კომპანიის სტუმრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია.
** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება;
** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი;
** დირექტორის გრაფიკის შედგენა და დაგეგმვა: შეხვედრები, მოგზაურობები, კალენდრის წარმოება, მივლინებებში თანხლება;
** დირექტორთან ერთად დაგეგმილი პროცესების შესრულების კონტროლი;
** საქმიანი ვიზიტების, ღონისძიებების, შეხვედრების, კონფერენციების ორგანიზება და მონაწილეობა;
** დავალებების ჩაწერა და დირექტორისთვის მათი დროული შეხსენებები;
** დირექტორის ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერა;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** კომპანიის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მართვის მოწმობა;
** სასურველია C-level ასისტენტად მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი (NET);
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე