Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტერა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს (2 ვაკანტური ადგილი).

ჩვენ შესახებ:

"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

როლის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ გონიერ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანებს, რომლებიც შეუერთდებიან ჩვენს გუნდს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და მხარს დაუჭერენ სწრაფად მზარდი კომპანიის შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული პოზიცია მათთვისაა, ვისაც უყვარს ბიზნეს სექტორის შესწავლა და ანალიზი, მომხარებლის საჭიროებების დადგენა, შეთავაზების შექმნა და კომუნიკაცია, აკვირდება დეტალებს და კომფორტულად გრძნობს თავს სხვადასხვა ტიპის საქმის კეთებისას (multitasking).

პოზიციის მოვალეობა იქნება:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკება და პროდუქტის გაყიდვა;
** გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილებებთან კოორდინირებული მუშაობა;
** კლიენტების ლიზინგით დაკრედიტება (პროექტის გაცემის პროცესის ორგანიზება);
** კლიენტების პორტფელის მართვა (მათ შორის კლიენტების AfterSales პროცესის მართვა);
** მომწოდებლებთან გაყიდვების ქსელის განვითარება;
** პროდუქტების/ბიზნესის განვითარებაში ჩართულობა;
** კლიენტთან/პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი;
** 3 წლამდე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ სფეროში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** Microsoft Office კარგი ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** Multitasking-ის და ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრის უნარი.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. 42
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
** სამუშაო სტილი: ჰიბრიდული, კვირაში 1 დღე - დისტანციურად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის, 26 იანვარი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერა ლიზინგი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერა ლიზინგში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"ტერა ლიზინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე