Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693503&print=yes&view=jobs
 
Full Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full Stack დეველოპერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი - საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ Full Stack Developer-ს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-აპლიკაციების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Front-End და Back-End
** მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისების შექმნა
** API-ების (REST/GraphQL) დიზაინი და ინტეგრაცია
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და ოპტიმიზაცია
** გუნდთან თანამშრომლობა
** არსებული სისტემების გაუმჯობესება და მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** JavaScript-ის მყარი ცოდნა
** Front-End ტექნოლოგიები: HTML5, CSS3 (bootstrap), JavaScript (ES6), Vue.js (Nuxt.js)
** მონაცემთა ბაზებთამ მუშაობის გამოცდილება: MySQL
** კოდის წერის სუფთა და სტრუქტურირებული მიდგომა PHP framework

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას
** კარიერული ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობას
** გამოსაცდელ პერიოდში ანაზღაურება 1500 ლარი (ხანგრძლივობა 3 თვე)
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს / დისტანციურ მუშაობის შესაძლებლობას

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 12 თებერვლისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია