Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
სოციალური სამკერვალო საწარმო "ლიდერი" 2016 წელს დაარსდა და დღემდე ასობით კომპანიის საიმედო პარტნიორია.

სამკერვალო საწარმო "ლიდერი" ასრულებს როგორც კორპორატიულ შეკვეთებს (უნიფორმები, სასკოლო და სპორტული გუნდის ფორმები, ტექსტილზე ბრენდირება და ა.შ.) ასევე, აწარმოებს, ბავშვის სამოსს "ლიმო" რომელიც 2 წელია ექსპორტზე გადის სხვა და სხვა ქვეყყანაში.

"ლიდერი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram და სხვა) მართვისა და სტრატეგიის შექმნის გამოცდილება;
** კონტენტის დაგეგმვის უნარი — ყოველკვირეული და თვიური კონტენტის კალენდრის შედგენა და მართვა;
** კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება:
•ვიდეო კონტენტი (Reels, short videos);
•სტატიკური პოსტები (ვიზუალი + ტექსტი);
** პროდუქტის სწორად წარმოჩენისა და ბრენდირებული კონტენტის შექმნის უნარი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
(Facebook Ads Manager, Meta tools და სხვა);
** ანალიტიკური აზროვნება — შედეგების ანალიზი და რეპორტების მომზადების უნარი;
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა — ხელმძღვანელის მიერ დასახული ამოცანების დროულად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 -წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიებთან მუშაობის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads ჩათვლით სასურველია);
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** ფოტოსა და ვიდეოს კონტენტის შექმნის პროცესის ცოდნა (Canva, CapCut ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური უნარების ფლობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და თვითორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@uniforms.ge. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სოციალური მედია მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე