Робота для біженців з України
სადგურის მორიგე ოპერატორი - მესტია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადგურის მორიგე ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები" აცხადებს სამი (3) ვაკანსიას გრძელვადიან პოზიციაზე — სადგურის მორიგე ოპერატორის თანამდებობაზე.

შერჩეული კანდიდატის სამუშაოს დაწყება იგეგმება 2026 წლის თებერვლიდან.

სამუშაო ადგილი: მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაიში.
სამუშაო განრიგი: 2 კვირა ადგილზე მუშაობა/2 კვირა დასვენება (სამუშაო პერიოდში ადგილზე ყოფნა აუცილებელია)

სამუშაო გარემო:

პოზიცია გულისხმობს მუშაობას მაღალმთიან რეგიონში, ცვლითი გრაფიკით. სამუშაო პერიოდის განმავლობაში კანდიდატი იმყოფება ადგილზე და ასრულებს მორიგეობას წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მათ შორის ღამის ცვლებსაც.

ძირითადი მოვალეობები:

** ჰესის შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტროსადგურის, ელექტრონული მოწყობილობების/ქსელის სადღეღამისო ოპერატიულ-დისპეტჩერული და რეჟიმული მართვა;
** სადგურის და ელექტრონული მოწყობილობების სწორი ექსპლუატაცია;
** სადღეღამისო მორიგეობის დროს ოპერატიული აღრიცხვის ჟურნალში აღრიცხვის მონაცემების და სხვა ჩანაწერების წარმოება;
** ელექტროსისტემის ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან ოპერატიული მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთანხმებული განკარგულებების/მითითებების შესრულება;
** ოპერატიული გადართვების შესრულება;
** შესრულებული გადართვების მონიტორინგი;
** ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრების მონიტორინგი;
** ელექსტროსადგურში არსებული აგრეგატების მუდმივი მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ავარიული სიტუაციების მართვა და ლიკვიდაცია;
** მართვაში არსებული ელექტრომოწყობილობების საიმედო ექსპლოატაცია;
** რეზერვში მყოფი დანადგარების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა მუშაობაში გასაშვებად;
** დეფექტების დროული გამოვლენა და სათანადო ჟურნალში რეგისტრაცია;
** სადგურის ყოველდღიური ოპერატიული სქემის და ჟურნალის წარმოება;
** განაცხადების დროული შედგენა და გადაცემა სადგურიდან დანადგარების გამორთვა-შეკეთებაზე;
** დისპეტჩერის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, ხელმძღვანელთან შეთანხმების მიხედვით;
** ნებისმიერი სახის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირებას ზუგდიდიდან;
** საცხოვრებელ ადგილს და კვებას სამუშაო პერიოდში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე