|
დასახელება:
იმპლემენტაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
NC Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
"NC Solutions" არის თანამედროვე ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია, ოფიციალური პარტნიორი Monday.com-ის საქართველოში და რეგიონში. NC Solutions ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, CRM-სისტემებს და სამუშაო პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას.
კომპანია ორიენტირებულია ეფექტიანობაზე, გამჭვირვალობაზე და რეალური ბიზნეს შედეგების მიღწევაზე. ჩვენი კლიენტები მოიცავენ როგორც საშუალო, ასევე მსხვილ ორგანიზაციებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
მოკლე აღწერა:
თუ ხართ კომუნიკაბელური, ტექნოლოგიებით დაინტერესებული და შედეგზე ორიენტირებული, გსურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და SaaS პლატფორმების მიმართულებით, NC Solutions გთავაზობთ Monday.com Implementation Specialist-ის პოზიციას.
აღნიშნული პოზიცია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ პროექტებზე და პროფესიულად განვითარდეთ Monday.com-ის ეკოსისტემაში. გაივლით ტრენინგს და მენტორობას, რათა დაეუფლოთ Monday.com-ს, მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა პლატფორმის ადმინისტრირების, ავტომატიზაციის, API ინტეგრაციებისა და პროექტის მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
თქვენი როლი:
** კომპანიის ბიზნეს საჭიროებების ანალიზი და დოკუმენტირება
** იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კონფიგურაციის აწყობა Monday.com პლატფორმაზე
** ავტომატიზაციებისა და Workflow-ების შექმნა, პროცესების ოპტიმიზაცია
** Dashboard-ებისა და მარტივი რეპორტების შექმნა
** მესამე მხარის ინსტრუმენტებთან ინტეგრაციების მხარდაჭერა (Make, Zapier და ა.შ.).
** შიდა გუნდებისა და კლიენტების მხარდაჭერა
რატომ ჩვენთან:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგების მიხედვით
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (Partial Time)
** პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე
** Monday.com-ის სრულფასოვანი ტრენინგი და სერტიფიცირების მიღების შესაძლებლობა
** მენტორინგი გამოცდილი სპეციალისტებისგან და პროფესიული განვითარების პერსპექტივა
** თანამედროვე SaaS პროდუქტთან მუშაობა და საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობა
** მეგობრული, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელური და მოტივირებული კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით
** ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი
** Excel/Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
** Monday.com-ის ან მსგავსი პლატფორმების (Asana, Trello, Jira, ClickUp და სხვ.) გამოცდილება
** ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (Zapier, Make და სხვ.)
** API-ების საბაზისო ცოდნა ან პროგრამირების საწყისი უნარები (JavaScript, Python)
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: nkvaratskhelia@ncsolutions.ge
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია NC Solutions-ს აძლევთ უფლებას დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|