Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693474&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: NC Solutions
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"NC Solutions" არის თანამედროვე ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია, ოფიციალური პარტნიორი Monday.com-ის საქართველოში და რეგიონში. NC Solutions ორგანიზაციებს სთავაზობს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, CRM-სისტემებს და სამუშაო პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას.

კომპანია ორიენტირებულია ეფექტიანობაზე, გამჭვირვალობაზე და რეალური ბიზნეს შედეგების მიღწევაზე. ჩვენი კლიენტები მოიცავენ როგორც საშუალო, ასევე მსხვილ ორგანიზაციებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან.

მოკლე აღწერა:

თუ ხართ კომუნიკაბელური, ტექნოლოგიებით დაინტერესებული და შედეგზე ორიენტირებული, გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პოზიცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

თქვენი როლი:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და პირველადი კონტაქტების დამყარება. მომხმარებლის საჭიროებების დაინდეთიფიცირებიდან ღირებულ შეთავაზებამდე.
** Monday.com გადაწყვეტილებების პრეზენტაცია და გაყიდვების პროცესის წარმართვა
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება

რატომ ჩვენთან:

** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგების მიხედვით
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (Partial Time)
** თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტზე მუშაობა - Monday.com
** ძლიერი გუნდის მხარდაჭერა: პრეზენტაციები, ტრენინგები და გაყიდვების სრული მხარდაჭერა

ვის ვეძებთ:

** კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილ ან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირს
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: mnaroushvili@ncsolutions.ge

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია NC Solutions-ს აძლევთ უფლებას დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია