|
დასახელება:
საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
სსიპ "საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საინვესტიციო რისკების უფროსი ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის ან/და თეორიული ფიზიკის მიმართულებით;
** ორმაგი სპეციალიზაცია ფინანსებში და მათემატიკაში ან თეორიულ ფიზიკაში ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები (CFA, FRM, PRM) წარმოადგენს მნიშვნელოვან უპირატესობას;
** სამუშაო გამოცდილება ინვესტიციების, ფინანსების ან/და რისკის შეფასების, ანალიზის, კონტროლისა და მართვის მიმართულებით.
** საინვესტიციო რისკების შეფასების/ანალიზის, საინვესტიციო პორტფელის მართვისა და კონტროლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება განსაკუთრებულ უპირატესობად;
** კაპიტალის ბაზრის პროდუქტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების (ობლიგაციები, აქციები, დერივატივები, და სხვ.) სიღრმისეული ცოდნა;
** კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა;
** რისკების შეფასების რაოდენობრივი მეთოდების (VaR, CVaR, stress testing, scenario analysis და სხვ.) საფუძვლიანი ცოდნა;
** ფინანსური მათემატიკის, მოდელირების, სიმულაციის, სტოქასტური აღრიცხვის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (VBA-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი)
დამატებითი მოთხოვნები:
კომპანიებისა და/ან პროექტების საკრედიტო რისკის შეფასებასთან დაკავშირებული შემდეგი კომპეტენციები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად:
** კომპანიების ფინანსური ანალიზის სიღრმისეული ცოდნა (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები);
** საკრედიტო რისკის შეფასების მეთოდოლოგიების ცოდნა:
** საკრედიტო რეიტინგების ანალიზი (საერთაშორისო და შიდა);
** პროექტების ფინანსური მოდელირების გამოცდილება (Project Finance), მათ შორის:
** DSCR, LLCR, IRR, NPV, sensitivity და scenario analysis;
** კონტრაგენტის/ემიტენტის საკრედიტო ხარისხის შეფასების გამოცდილება;
** დეფოლტის რისკისა და საკრედიტო კონცენტრაციის რისკის შეფასება საინვესტიციო პორტფელის დონეზე;
** საკრედიტო რისკის ინტეგრირება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რისკ-შემოსავლის ანალიზში.
სხვა მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
** დროის ეფექტური მართვისა და მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი;
** დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი ეთიკური სტანდარტები და კონფიდენციალურობის დაცვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საინვესტიციო რისკების (საბაზრო, ლიკვიდობის, ლევერიჯის და ა.შ) გაზომვა, მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.
** შეიმუშაოს და დანერგოს საინვესტიციო რისკების მოდელირების, რეპოტინგის სისტემა კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა ინსტრუმენტებისთვის.
** შეიმუშაოს და განავითაროს მაღალი ხარისხის საინვესტიციო რისკების ანალიზის და რეპორტინგის პროცესი სხვადასხვა საინვესტიციო აქტივების კლასების და პორტფელის დონეების შესაბამისად.
** რისკის მთავარ ოფიცერთან კოორდინაციით რისკის შეფასების რაოდენობრივი მეთოდების და რისკის გაზომვა-შეფასების ავტომატიზირებული სისტემის შემუშავება და დანერგვა.
** საინვესტიციო რისკების ანალიზის, შეფასების და რეპორტინგის პროცედურების შემუშავება საპენსიო ფონდის შიდა პოლიტიკის, კანონის და რეგულაციების ნორმებთან სრული შესაბამისობის დაცვით.
** საინვესტიციო რისკების ანალიზის მომზადება მმართველობითი საბჭოსთვის, რისკის კომიტეტისთვის და რეგულატორისთვის.
** მთავარი რისკის ოფიცრის სხვა რისკის კონტროლთან დაკავშირებული მითითებებისა და დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|