|
დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის იურისტი დავების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 იანვარი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს პირველი კატეგორიის სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის იურისტი (დავების მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სასამართლო დავებთან მიმართებით;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის, საპროცესო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ადმინისტრაციულ ორგანოში, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები:
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
** სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (მთელი საქართველოს მასშტაბით), არბიტრაჟში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირების წინაშე, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნული მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომზადება;
** სარჩელების, საჩივრების, შესაგებლების და სასამართლოში წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
** განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
** საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (მათ შორის სამართლებრივი აქტების) პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
** საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი;
** საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|