|
დასახელება:
საინვესტიციო პორტფელების მართვის სისტემის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საპენსიო ფონდი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 18 იანვარი
|
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო ოპერაციების განყოფილების საინვესტიციო პორტფელების მართვის სისტემის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, ან CFA, CAIA, ACCA ან სხვა ექვივალენტური სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 7-წლიანი გამოცდილება;
** საინვესტიციო პორტფელების მართვის ან სხვა ფინანსური სისტემების ადმინისტრირების, მხარდაჭერის ან იმპლემენტაციის გამოცდილება;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ვენდორებთან მუშაობის, კონტრაქტის პირობების კონტროლის, ცვლილებების მოთხოვნების და ინციდენტების მართვის გამოცდილება;
** აქტივების კლასების და საინვესტიციო პროცესების ცოდნა;
** მონაცემთა სტრუქტურების, ინტეგრაციების, API‑ების, Python‑ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel, PowerPoint, Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები:
** არის ორგანიზებული, ენერგიული, აქტიური და დისციპლინირებული;
** აქვს ძლიერი ანალიტიკური და გამოთვლითი უნარები;
** იჩენს ინიციატივებს და აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შეუძლია დინამიურ გარემოში მუშაობა და დათქმულ ვადებში დავალების შესრულება;
** იჩენს ლიდერის თვისებებს, შეუძლია გუნდის მოტივირება და მართვა;
** არის კომუნიკაბელური, აქვს პროფესიული წერითი და ზეპირი კომუნიკაციების უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების მართვის სისტემის კანონმდებლობასთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, შიდა პოლიტიკებთან, აუდიტის მოთხოვნებსა და მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საინვესტიციო პორტფელების მართვის სისტემის ცვლილებების მართვა, ახალი ფუნქციონალების ტესტირება, ცვლილებების შეფასება და გავლენის ანალიზი;
** სისტემის პირველი დონის მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ვენდორთან ესკალაცია;
** ვენდორთან ურთიერთობების მართვა, ცვლილებების მოთხოვნების, კონტრაქტის პირობების, ფინანსური ვალდებულებების, განახლებების და რელიზების კონტროლი;
** სისტემის ადმინისტრირება, ბიზნეს პროცესების მხარდაჭერა, მომხმარებლების, როლების, უფლებების, პარამეტრების და კონფიგურაციების მართვა;
** სისტემის შესახებ სახელმძღვანელოების მომზადება, ტრენინგების ჩატარება, ცოდნის ბაზის შექმნა და მომხმარებელთა უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა;
** სისტემაში არსებული ინტეგრაციების მართვა, შესაბამის მესამე მხარეებთან კოორდინაცია;
** სისტემის მუშაობის, ინციდენტების, პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge და სათაურში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება: საინვესტიციო პორტფელების მართვის სისტემის მენეჯერი.
შერჩეულ კანდიდატებთან გათვალისწინებულია გასაუბრება და შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას წერითი დავალება.
|
|
|
|