Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შპალერის გალერეა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
შპალერის გალერეაში გვესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 1.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (გაყიდვებიდან ზღვრის გარეშე).

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი და თბილი ზარების განხორციელება;
** ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და ბაზის გაფართოება;
** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროდუქციის/სერვისის პრეზენტაცია;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა;
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის შენარჩუნება და გაძლიერება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საველე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B2B გაყიდვებში გამოცდილება (კორპორატიული კლიენტები, დილერები, პარტნიორები)ჩაითვლება უპირატესობად;
** ცივი ზარების, შეხვედრების დაგეგმვისა და გაყიდვების დახურვის პრაქტიკული გამოცდილება;
** მომხმარებელთან პირისპირ მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პუნქტუალურობა;
** კეთილგანწყობილება;

დაინტერესების შემთხვევაში მითითებულ ლინკზე გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_1aiav/ და დამატებით მიუთითეთ თუ ფლობთ მართვის მოწმობას და გყავთ თუ არა პირადი ავტომობილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე