Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693426&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მძღოლის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა;
** დოკუმენტაციის მყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერისა და ბეჭდის დაფიქსირების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის (კომპანიის ეგზემპლარების)კომპანიაში დაბრუნება;
** მყიდველი ორგანიზაციების მიერ დაბრუნებული პროდუქციისა და დოკუმენტაციის მიტანა პროდუქციის მიღების განყოფილებაში;
** სამაცივრე ყუთების ტემპერატურის კონტროლი;
** სამაცივრე პროდუქციის შესაბამის რეჟიმში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** გაკონტროლებული/შეფუთული პროდუქციის ტრანსპორტში დალაგებაზე მონაწილეობის მიღება;

სამსახურში მოსვლას უზრუნველყოფს კომპანია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა, ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 23 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია