Робота для біженців з України
უფროსი კავშირგაბმულობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი კავშირგაბმულობის სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს უფროსი კავშირგაბმულობის სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქის ქსელში ინტერნეტ კავშირების კონტროლი;
** აფთიაქის ქსელში ვიდეო სისტემების გამართულობის კონტროლი;
** აფთიაქის გახსნა/დაკეტვისას ვიდეო და აუდიო სისტემების მონტაჟი და დემონტაჟი;
** აფთიაქის ქსელში TV/AUDIO სისტემების კონტროლი;
** პოლიციასთან ურთიერთობა ვიდეო სისტემებიდან ჩანაწერის ამოღების მოთხოვნისას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა;
** IP და ანალოგური კამერების სისტემების მონტაჟი და კონფიგურაცია;
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სპეციალიზებულ კამერების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ მოწყობილობების კონფიგურაციის გამოცდილება (რუტერები, Wi-Fi);
** ლოკალური ქსელების აწყობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტებს განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** დაკვირვებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 23 იანვარი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე