|
დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
სამორინე მშვიდობა
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
სამორინე "მშვიდობა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ. ფშაველა, ე.ნინოშვილის 2/21
ხელფასი: 2000 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა; (საშუალო დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
** იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 10 61 61 ან მობრძანდეთ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის 37.
|
|
|
|