|
დასახელება:
ვებ-საიტის კონტენტის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მაქსიმა
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას ვებ-საიტის კონტენტის სპეციალისტის თანამდებობაზე.
** სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
** ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
** (შეფასება და გადახედვა - 3-6 თვეში).
პოზიციის აღწერა:
ვებ-საიტის კონტენტის სპეციალისტი პასუხისმგებელია საიტზე არსებული პროდუქციის კონტენტის შექმნაზე, ხარისხზე და რეგულარულ განახლებაზე. პოზიცია მოიცავს ვიზუალური და ტექსტური კონტენტის მართვას, პროდუქციის ატვირთვას ადმინისტრაციულ პანელში და მონაცემების სიზუსტის კონტროლს.
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
** კონტენტთან ან პროდუქციის კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციულ პანელთან მუშაობის უნარი;
** ტექნიკური ინფორმაციის სტრუქტურირებულად დამუშავების უნარი;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** კომპიუტერული უნარები (საბაზისო დონე).
** სასურველი:
** საიტთან მუშაობის გამოცდილება;
** ERP ან შიდა პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური პროდუქციის მიმართულებით ცოდნა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ვიზუალური კონტენტი:
** პროდუქციის ფოტოების გადაღება ადგილზე;
** გადაღებული ფოტოების გადაცემა გრაფიკოსისთვის დადგენილი წესით;
** საიტის ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
ტექსტური კონტენტი:
** პროდუქტის მახასიათებლების და აღწერების დაწერა;
** ტექნიკური მონაცემების სწორად და გასაგებად ფორმულირება;
** კონტენტის ერთიანი ტონალობისა და ტერმინოლოგიის დაცვა.
CMS / ადმინისტრაციული პანელი:
** პროდუქციის მახასიათებლების ატვირთვა და მართვა საიტის ადმინისტრაციულ პანელში;
** კატეგორიების, ქვეკატეგორიების და ფილტრების შევსება;
** არსებული კონტენტის განახლება და კორექტირება.
ხარისხი და სტრუქტურა:
** დეველოპერთან კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში;
** მონაცემების თანხვედრის კონტროლი (შიდა პროგრამა ↔ ვებ-საიტი).
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზების უნარი;
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად (სასურველია) ნამუშევრების მაგალითი-საიტი ან პროდუქტის აღწერა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ვებ-საიტის კონტენტის სპეციალისტი"-ს".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|