Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი - ისთ ფოინთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

"მასტერ კოფი` აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ - ფოინთი";
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი 300ლ);

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა ;
** შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
** სალაროსთან დაკავშირებული დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესრულება;
** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა; მაცივრებსა და დახლებში არსებული პროდუქციის სისტემური კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება;
** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, მათი გრაფიკების გაწერა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ინიციატორული;
** ორგანიზებული;
** ლიდერული უნარ-თვისებების მქონე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ობიექტის მენეჯერი (ისთ-ფოინთი);

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე