|
დასახელება:
ტვირთამწის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ჩემი სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", Icrhomebatumi და ონლაინ მაღაზია ICRHOME
კომპანია შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ვაკანსიას ტვირთამწის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფელი გამარჯვება (აუთლეტ ვილიჯთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-17:00 (1 საათი შესვენება)
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია უახლოეს მეტროსადგურამდე
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვისა და გადაადგილების მიზნით;
** საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და სათანადო ზონებში განთავსება;
** ამგროვებელთა ჯგუფისთვის პროდუქციის მარაგების საჭიროებისამებრ შევსება მოქმედი ინსტრუქციის მიხედვით;
** საწყობის შიდა წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტვირთამწის მართვის გამოცდილება — სავალდებულოა (სასურველია შესაბამისი სერტიფიკატის ქონა);
** საწყობის შიდა პროცესების საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული.
დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ტვირთამწის მძღოლი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|