|
დასახელება:
დამხვედრ-გამცილებელი
|
| მომწოდებელი:
Georgia Destination Management
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
ს.ს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დამხვედრ-გამცილებლის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.
კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყვენში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
სამუშაო საათები: 8 საათიანი გრაფიკი, სამუშაო დღეები დამოკიდებულია ავია რეისებზე როგორც დღის ისე ღამის ცვლა.
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;შესაძლოა დამატებით დასვენების დღეც თუ ავია რეისი არ სრულდება (სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი)
დამატებითი პირობები: გზის ხარჯებს აეროპორტამდე უზრუნველყოფს კომპანია სამგზავრო ბარათით, ხოლო ღამის სმენის შემთხვევაში ტაქსით მოხდება ტრანსპორტირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა აეროპორტში და სასტუმრომდე გადაყვანა; (მძღოლი ყავს და ემსახურება კომპანიას)
** სასტუმროში ჩექინის პროცესის კონტროლი — დარწმუნება, რომ სტუმარმა გაიარა რეგისტრაცია;
** გზაში სტუმრებისთვის ტურების შეთავაზება და გაყიდვა (გაყიდვებიდან ბონუსის მიღება);
** გამგზავრების დღეს სტუმართან სასტუმროში მისვლა, აეროპორტში გადაყვანა, (მძღოლი ემსახურება კომპანიას)
** სტუმრებთან კარგი კომუნიკაცია, დახმარება და ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ საკითხზე,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხვედრ-გამცილებელი".
|
|
|
|