|
დასახელება:
მომხმარებელთა მოზიდვისა და მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Lion Auto Auction
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "ლაიონ აუქციონი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მოზიდვისა და მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
"ლაიონ აუქციონი" იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.
სამუშაო ადგილი: წეროვანი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მოზიდვა და ლიდების მართვა
** ლაივ აუქციონის ბიდების დაფიქსირება
** მონაწილეთა რეგისტრაცია
** ინვოისების მიწოდება
** კლიენტების მხარდაჭერა და პლატფორმის პოპულარიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებისა და კლიენტების მომსახურების გამოცდილება
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ავტოინდუსტრიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** ტრანსპორტირება თბილისი - წეროვანი
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
შპს "ლაიონ აუქციონი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|