Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ნს სტუდიო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ნს სტუდიო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაზალეთის ქ.N3
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
** პროექტების ფინანსური მართვა (ბიუჯეტირება, ფაქტობრივი ხარჯების კონტროლი, პროექტების მომგებიანობა)
** შემოსავლების და ხარჯების ანალიზი სერვისზე დაფუძნებული მოდელის პირობებში
** Cash Flow-ის დაგეგმვა და მართვა (განსაკუთრებით პროექტებზე მიბმული შემოსავლების შემთხვევაში)
** კონტრაქტების ფინანსური პირობების შეფასება (ფასი, გადახდის პირობები, პენალტები)
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ვადაგადაცილების მართვა
** საგადასახადო დაგეგმვა და შესაბამისობის კონტროლი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა)
** ფინანსური რეპორტინგი დირექტორატისა და მფლობელებისთვის (ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლიური)
** აუთსორს ბუღალტერიის მართვა
** ბანკებთან და კონსულტანტებთან ურთიერთობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბუღალტერიაში
** მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება ფინანსური მენეჯერის ან ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
** სერვისზე და პროექტებზე დაფუძნებული ბიზნესის ფინანსური მართვის გამოცდილება (აუცილებელია)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა (დღგ, მოგების გადასახადი, წყაროსთან დაკავება)
** ბიუჯეტირების, ფინანსური მოდელირებისა და ანალიზის ძლიერი უნარები
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა (IFRS)
** კონტრაქტების ფინანსური ანალიზის გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** გამოცდილება ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობაში

სასურველი მოთხოვნები:

** ACCA / CPA / CFA (ან სწავლა პროცესში) - უპირატესობა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მენეჯმენტთან და პროექტის გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი

ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: info@nsstudio.ge, დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე