Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: Beta Plus Fertility
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ბეტა პლიუს ფერტილითი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ბეტა პლიუსი არის ერთადერთი ევროპული კლინიკა საქართველოში, რომელიც უშვილო წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება.

კლინიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე: http://www.betaplusfertility.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** იმპორტთან დაკავშირებული ბუღალტრული გატარება და დოკუმენტების სისწორის კონტროლი.
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ნაღდი ფულის აღრიცხვა და კონტროლი.
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი
** ბუღალტრული რეპორტების მომზადება.
** პარტნიორებთან ურთიერთობა და საჭიროებისამებრ რეპორტების და ინვოისების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა BALANCE და FINA -ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები

ანაზღაურება: სახელფასო რეინჯი 2000-2500

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplussurrogacy.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია: "დამხმარე ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე