Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693297&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
ალტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის კონტროლის მენეჯერი.

"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს, როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 104

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტანციური მომსახურების არხებში თანამშრომლებისა და პროცესების შეფასება და მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხში გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეპორტინგი და გაუმჯობესების პროცესში ჩართულობა;
** პერიოდული ანალიტიკური და შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;
** მომსახურე პერსონალისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება (დისტანციურად და საჭიროების შემთხვევაში - პირისპირ);
** მომსახურებისა და შეფასების სისტემების გაუმჯობესების ინიცირება და განვითარებაში მონაწილეობა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების შედეგების ანალიზი და ანგარიშებში ასახვა;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების, მათ შორის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და დანერგვის შესაძლებლობების შეფასება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობა;
** მომსახურე სივრცეებში (მაღაზიები, ქოლ ცენტრები, მიმღები პუნქტები) არსებული სტანდარტების/ პროცესების შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორინეტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი.

გთხოვთ, გაითვალისიწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტა"-ს უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Q0jVG7Qd
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია