Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიურად მოახდინოს MC-ში საქონლის შეტანა და გააკონტროლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთული ზედნადებები ერთობლივად კრედიტორული დავალიანების ბუღალტერთან.
** გაუწიოს კოორდინაცია და გააკონტროლოს საწყობის მუშაობა; შეამოწმოს საწყობის მდგომარეობა და მისი მუშაობა, განახორციელოს საწყობში არსებული დასახელებების დაუგეგმავი და მოულოდნელი დათვლა-აღწერა.
** თვის ბოლოს ჩაატაროს საწყობის ინვენტარიზაცია.
** ჩაატაროს საწყობის თვის ბოლოს დახურვის და საბუღალტრო სისტემასთან შედარების პროცედურები.
** გამოთვალოს საკვების და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს, მათ შორის მენეჯერის და გასართობი ღონისძიებების ჩეკები, განსაკუთრებული (VIP) სტუმრების ტუალეტის/პირადი მოხმარების აქსესუარები.
** გამოთვალოს თანამშრომლების სასადილოს საკვებისა და სასმლის რეალური ღირებულება ყოველი თვის ბოლოს.
** მატერიალური დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
** ჩაატაროს სასმლის დაუგეგმავი/მოულოდნელი შემოწმებები კვებისა და სასმელების ობიექტებში და შეადაროს ლიტრაჟი მაიკროსის ქვითრებს, დიდი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში გადაამისამართოს საკითხი ფინანსურ დირექტორთან.
** იყოს ყურადღებით და მუდმივად განაახლოს შესაბამის პოლისებით დაკავშირებული ცოდნა.
** იმოქმედოს «ქრაუნ პლაზა»-ს ეთიკის კოდექსის, შიდა საწარმოო პოლიტიკისა და სხვა შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად.
** აიღოს პასუხისმგებლობა დასრულებული ინვოისების კრედიტორული დავალიანების ბუღალტრისთვის დროულად მიწოდებაზე.

საჭირო უნარები:

** აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Materials და Micros პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია, სასტუმროში მუშაობის გამოცდილება.

გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი;
** განთავსება;
** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ subject-ში პოზიცია, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cpborjomi.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე