|
დასახელება:
საწყობის მენეჯერის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
იდეალი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
პოზიცია: საწყობის მენეჯერის თანაშემწე.
ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3200 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ბონუსის სისტემით), კარიერული ზრდის პერსპექტივა - საწყობის მენეჯერი.
ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი დ. აღმაშენებლის ხეივანი N 71 სავაჭრო ცენტრი "იდეალი"
სამსახურებრივი მოვალეობა: კერამიკული ფილების ან სანტექნიკის საცალო გაყიდვების საწყობში პროდუქციის მიღების, დასაწყობების და გაცემის ორგანიზება და კონტროლი.
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები-9:00 - 18:00.
აუცილებელი მოთხოვნები: მათემატიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების, კარგი მახსოვრობის და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. (სასურველია ავტოკარის მართვის ცოდნა).
სტაჟირების ვადა: ერთიდან სამ თვემდე, ანაზღაურება თვეში 2000 ლარი.
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
salevacancy@demasi.ge
|
|
|
|