|
დასახელება:
საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის საქმიანობის საერთო მართვა და კოორდინაცია;
** ფუნქციების განაწილება სამსახურის თანამშრომლებს შორის, მათი კონსულტირება, დავალებების მიცემა და შესრულების კონტროლი;
** სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და წლის ბოლოს შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა;
** შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია, დამუშავება, გაგზავნა და შესრულებაზე მონიტორინგი;
** საქმეთა ნომენკლატურის შედგენა, საქმეთა ფორმირება და არქივისთვის გადაცემის პროცესის კონტროლი;
** საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
** არქივში დაცული დოკუმენტების აღრიცხვის, შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;
** მონაცემების დამუშავება და რეესტრის წარმოება;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
** უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ვერბალური) არანაკლებ B2 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები და უნარები:
** შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** შერჩევის, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტურად გაზიარების უნარი.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა 20 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|