Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
სამუშაო ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება/გაცემა საწყობებსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;
** მოთხოვნების საფუძველზე ინვენტარის საწყობიდან გაცემა და პროგრამიდან შესაბამისი საბუთების გაფორმება;
** მიღებული პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა;
** მოთხოვნების საფუძველზე ინვენტარის საწყობიდან გაცემა და პროგრამიდან შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
** საქონლის მიღებისა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება შესაბამისი პროცედურის დაცვით.
** Rs.ge ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სასაქონლო ზედნადების მიღება.
** ორგანიზაციის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა, გატარება. გატარებების სისწორის შემოწმება.
** ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელთან.
** მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ: mcomp.hr@outlook.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე