Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=693234&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - გლდანი სითი მოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: FLO
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"FLO Georgia" არის "FLO Mağazacılık ve Pazarlama A.Ş."-ის 100%-იანი შვილობილი კომპანია. "FLO" ჯგუფი ფლობს რამდენიმე საკუთარ ბრენდს, მათ შორის Kinetix, Lumberjack და Polaris, რომლებიც ძირითადად ყოველდღიური მოხმარებისა და სპორტული სტილის პროდუქციას მოიცავს.

საკუთარი ბრენდების გარდა, კომპანია თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Adidas, Nike, Puma, Reebok და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ძირითადი ნაწილი ფეხსაცმელია, "FLO" მომხმარებლებს სთავაზობს ასევე ტექსტილის ნაწარმსაც.

ფრანჩაიზინგისა და შვილობილი კომპანიების ჩათვლით, "FLO"-ს ქსელი აერთიანებს 650-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად თურქეთში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ვაკანსია: გაყიდვების კონსულტანტი გლდანი სითი მოლში

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 6 სამუშაო დღე, 1 დასვენება (თვეში 160 საათი), ცვლებში
ანაზღაურება: 950 ლარი (NET) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი და ყურადღებიანი მომსახურება;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის მახასიათებლებისა და ასორტიმენტის შესახებ;
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა მომხმარებელთან;
** მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგება და სწორი განთავსება;
** პროდუქციის სრული და მიმზიდველი წარმოდგენის უზრუნველყოფა სავაჭრო სივრცეში.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Mariam.Midelashvili@flo.com.tr

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია