Робота для біженців з України
რუსულენოვანი კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რუსულენოვანი კონსულტანტი
მომწოდებელი: ფიბი სერვისის
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კონსულტანტის პოზიციაზე.

ვებგვერდი: https://pbservices.ge/

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
** კომპანიის არსებული და ახალი კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურების შესახებ კონსულტაციისა და მომსახურების გაწევა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება კლიენტების მომსახურების პროცესში;
** კომპანიის არსებული და ახალი კლიენტებისთვის სხვადასხვა შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის მიერ დანერგილ CRM პროგრამაში მუშაობა და ბაზების გამართვა;
** კომპანიის კლიენტების ბიზნეს ქეისების შესწავლა და პრობლემის/საკითხის გადაჭრის გზების შეთავაზება;
** დამსაქმებლის მიერ, საქმიანობასთან დაკავშირებით, მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე