|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი, საცალო და კორპ. გაყიდვების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
სხივი+
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიებს ფილიალის მენეჯერისა და საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციებზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას
1) ფილიალის მენეჯერი
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე. ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განისაზღვრება თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები,
** მე 3-ე თვიდან ფიქსირებული 2200-2600 ლარი + ყოველთვიური პრემია 800 დან 1200 ლარამდე
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე კვირაში 2 დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა,
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
2) საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომელი
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1600 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა.
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
|
|
|
|