|
დასახელება:
აპარატების ტექნიკური შემოწმების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Laundry Systems
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
ინდუსტრიული დანადგარების იმპორტიორ კომპანიაში "Laundry Systems" გვჭირდება აპარატების (სარეცხი მანქანა, საშრობი, უთო და ა.შ) ტექნიკური შემოწმებისთვის თანამშრომელი.
პირობები:
** გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი, უნივერსიტეტთან შეთავსებით, შესაძლებელია ნახევარი განაკვეთი
** გამოძახებებზე გასვლა თბილისში
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (სტუდენტისთვის რეალური და სტაბილური)
** პლუს გამოცდილება რეალურ ინდუსტრიულ დანადგარებზე
** განვითარების პერსპექტივა → სრული სერვის ინჟინერი
მოვალეობები:
** სამრეცხაო და ინდუსტრიული დანადგარების საბაზისო ტექნიკური შემოწმება
** ძაბვის, კვების და კავშირების კონტროლი
** მარტივი ელექტრო/ელექტრონული ერორების იდენტიფიკაცია
** სერვის ინჟინერთან ერთად მუშაობა დიაგნოსტიკასა და ტესტირებაში
** ტექნიკური მდგომარეობის დაფიქსირება (ფოტო/მოკლე აღწერა)
მოთხოვნები:
** სტუდენტი (პროფილური მიმართულება):
- ელექტროინჟინერია
- ელექტრონიკა
- მექატრონიკა
- ავტომატიკა/ტექნოლოგიური სისტემები
** მინიმალური ცოდნა:
- ძაბვა/დენი/ფაზა
- მულტიმეტრის გამოყენება
- უსაფრთხოების ძირითადი წესები
** პასუხისმგებლობა და სწავლის სურვილი
გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე Info@laundrysystems.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 500104639
|
|
|
|