Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: LGG
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
თუ გაქვს 3-წლიანი გამოცდილება შესყიდვებში, ფლობ ინგლისურ ენას, ექსელს და ორისს კარგად, ასევე იცი საბაჟო პროცედურებისა და რეგულაციების შესახებ - შეავსე განაცხადი "LGG"-ში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ერთად გადავაქციოთ ხედვა რეალობად!

"LGG" არის წამყვანი კარ-ფანჯრის მწარმოებელი კომპანია, სერტიფიცირებული NAMI-ს (National Accreditation & Management Institute) მიერ, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის და მრავალფუნქციური პროდუქტის წარმოებით და მონტაჟით საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტებისთვის.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 2000-3000 ლარი ხელზე ასაღები
** გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-18:00 საათი (შესვენება 1 სთ)
** სამუშაო მდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი; 6 თვეში იგეგმება წეროვანში გადასვლა (კომპნაია უზრუნველყოფს თანამშრომელს საწვავით ან ტრანსპორტირებით)

რა იქნება შენი მთავარი მიზანი: კომპანიისთვის საჭირო ყველა ნედლეულის, მასალის, კომპლექტაციის და მომსახურების დროული, ხარისხიანი და ეკონომიურად მიზანშეწონილი შესყიდვის განხორციელება. მომწოდებლების პორტფელის მართვა და სამონტაჟო ჯგუფების უწყვეტი მომარაგება.

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება იცოდე:

** საოფისე პროგრამები, განსაკუთრებით კი ექსელი
** საბუღალტრო პროგრამის კერძოდ, ორისი
** კომპანიის პროდუქტები კარგად
** რომელიმე ERP სისტემაში მუშაობა
** საბაჟო პროცედურები და რეგულაციები
** ინგლისური ენა მაღალ დონეზე

ძირითადი საქმიანობები იქნება:

** შესყიდვების დაგეგმარება კომპანიის მიზნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, პროდუქციის მოძიება ხარისხის, მიწოდების ვადების, ბიუჯეტის შესაბამისად და ბაზის ფორმირება/განახლება; მომწოდებლების მიერ ორგანიზებულ გამოფენებზე დასწრება
** შეკვეთების მიღება კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულიდან
** ადგილობრივი და საერთაშორისო შეკვეთების განთავსება (Purchase Order) ERP-ში ან ექსელის ფაილში
** მოწოდების ვადების მონიტორინგი და დაგვიანებების პრევენცია
** ანგარიშსწორებისა და დოკუმენტაციის გამართულად წარმოების უზრუნველყოფა
** საერთაშორისო შესყიდვების შემთხვევაში — ტრანსპორტირების, საბაჟო და ლოგისტიკური პროცესების მართვა; ტვირთის დაზღვევის კონტროლი
** დაზიანებული პროდუქციის/დანაკლისის მართვა- შესაბამისი კომუნიკაცია მომწოდებლებთან
** შესყიდული მასალების აღრიცხვა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და ბუღალტერიისათვის ინფორმაციის მიწოდება
** ნაშთების მართვა: დეფიციტების თავიდან არიდება

კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი თანამშრომლების კონსულტირება ჩამოტანილ პროდუქციასა თუ მასალებზე: სპეციფიკაციების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება

თუ ამ ვაკანსიაში შენი თავი ამოიცანი, შეავსე განაცხადი: https://forms.gle/2auZgPQgvga3th2w9

აპლიკაციის შევსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ელ-ჯი-ჯიმ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე