|
დასახელება:
ოპერაციებისა და კონტენტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Intco
|
|
გამოქვეყნდა: 12 იანვარი
/ ბოლო ვადა: 12 თებერვალი
|
შპს "Intco" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციებისა და კონტენტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში:
შპს "Intco" ახორციელებს სამედიცინო მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B, B2C სექტორში.
პოზიციის შესახებ:
საქართველოში მოქმედი, სწრაფად მზარდი 20 წლიანი გამოცდილების მქონდე სამედიცინო მიმართულების კომპანია ეძებს ოპერაციებისა და კონტენტის მენეჯერს. პოზიცია მოიცავს ბიზნეს პროცესების კოორდინაციას, პროექტების მხარდაჭერას და კონტენტის მართვას სოციალურ ქსელებში.
მოვალეობები:
** დღიური დავალებების ორგანიზება და კონტროლი
** შეხვედრების, ზარებისა და ვადების კოორდინაცია
** საგანმანათლებლო/ორგანიზაციული პროექტების მხარდაჭერა
** ტექსტებისა და მოკლე ვიდეოების მომზადება
მონაცემთა ცოდნა:
** Excel / Google Sheets
** ანალიტიკური აზროვნება
** CapCut ან მსგავსი პროგრამის ცოდნა უპირატესობაა
შესაფერისი კანდიდატი:
** ორგანიზებული, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი
** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან ამოცანებს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ანაზღაურება: 1 500-2 000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი), შემდგომში ზრდის შესაძლებლობა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intcoveric@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერაციებისა და კონტენტ მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|