Робота для біженців з України
შესყიდვების და მარაგების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების და მარაგების მენეჯერი
მომწოდებელი: ფილოუ
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
რბილი ავეჯის საწარმო ორხევში "Pillow" ეძებს ენერგიულ და ორგანიზებულ შესყიდვების და მარაგების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწყობის მართვაზე და შესყიდვებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებების მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების/პირობების მოლაპარაკება (საქართველოსა და საზღვარგარეთ)
** საწყობის მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია
** მძღოლთან/მიწოდების გუნდთან კოორდინაცია
** უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა საწყობში

სავალდებულო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში, საწყობის მართვაში ან ლოჯისტიკაში
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად)
** საბაზისო ცოდნა Excel/Google Sheets-ში
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდთან მუშაობის უნარი

პირობები:

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1400 ლარი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის მეორე ჩიხი N6

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: temur_devidze@yahoo.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე