Робота для біженців з України
კვლევების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვლევების მენეჯერი
მომწოდებელი: ლუმენი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
"ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას კვლევების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ფორმატი: ოფისი / ჰიბრიდული / დისტანციური
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

კვლევითი კომპანია "ლუმენი" სპეციალიზებულია მარკეტინგულ და სოციოლოგიურ კვლევებზე. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაცემებსა და მათ სიღრმისეულ ანალიტიკაზე დაყრდნობით.

მოვალეობები:

** კვლევითი პროექტების მართვა;
** კვლევითი პროექტების სრული ციკლის მართვა საბოლოო პრეზენტაციამდე;
** პროექტის ვადების დაგეგმვა და დედლაინების კონტროლი;
** კვლევის მიზნებისა და ჰიპოთეზების ფორმირება;
** კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა და დაგეგმვა (რაოდენობრივი, ხარისხობრივი, ჰიბრიდული კვლევები);
** კითხვარების / ინსტრუმენტების შემუშავება;
** კითხვარების, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების გაიდლაინების შემუშავება;
** მონაცემების შეგროვების კოორდინაცია, ინტერვიუერების/ანალიტიკოსების მართვა, საველე სამუშაოების ორგანიზება;
** მონაცემთა ხარისხის კონტროლი და მეთოდოლოგიური სტანდარტების დაცვა.

ანალიზი და ანგარიშგება

** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების ანალიზი: მიღებული მონაცემების დამუშავება, ტენდენციების, კავშირებისა და კანონზომიერებების გამოვლენა;
** კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია: კვლევითი ანგარიშგების მომზადება, დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება, შედეგების პრეზენტაცია მენეჯმენტისთვის / კლიენტისთვის / დაინტერესებული მხარეებისთვის;
** პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება დამკვეთისთვის;
** კლიენტებთან ურთიერთობა საჭიროების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლება (სოციოლოგია, მარკეტინგი, ეკონომიკა, ფსიქოლოგია ან მონათესავე სფერო);
** კვლევითი საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
** მარკეტინგული და/ან სოციოლოგიური კვლევის მეთოდების სიღრმისეული ცოდნა;
** კვლევითი პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
** მონაცემების ანალიზისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან და პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** საპრეზენტაციო და საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველი:

** ონლაინ კვლევით პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Qualtrics, SurveyMonkey და სხვა);
** ESOMAR-ის ან სხვა საერთაშორისო კვლევითი სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (Intermediate+ დონე).

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ინფორმაციის დიდ მოცულობასთან მუშაობის უნარი;
** პროექტების მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** შედეგზე და კლიენტზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევით პროექტებზე მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

განაცხადის გაგზავნა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და შესრულებული კვლევითი პროექტების მაგალითები ელექტრონულ მისამართზე: info@lumen.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე