|
დასახელება:
შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის N 9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, თვეში 2 შაბათი - 10:00-14:00
ანაზღაურება: 2300₾ (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება
** დადგენილი გრაფიკის მიხედვით მომწოდებლებისათვის შეკვეთების დროულად და ზუსტად მიწოდება
** მომწოდებელსა და მიმღებს შორის, ზუსტი და ოპერატიული დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა
** ცენტრალური და მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის მიღებასთან დაკავშირებული ყოველდღიური შეტყობინებების ანალიზი და მასზე მყისიერი რეაგირება
** ცენტრალურ და მაღაზიის საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია ნაშთების და პროდუქციის მიღების გრაფიკის ცვლილების თაობაზე
** სასაქონლო მარაგების ანალიზი: ჭარბი ნაშთებისა და დეფიციტის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, კომპანიაში არსებული წესების დაცვით
** შეკვეთების პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით
** სასურველია სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|