კომპანია "ჯიბე Cash & Carry", მარტვილის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: ქ. მარტვილი, მშვიდობის ქ. #10
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე, 09:00-19:00
ანაზღაურება: 650 ლარი
დიასახლისის ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის იატაკის დამუშავება როგორც მშრალი, ასევე სველი წესით;
** სველი წერტილების სისუფთავის უზრუნველყოფა, სანიტარული და ჰიგიენური წესების დაცვით;
** მომარაგების მიღებისას ან მაღაზიიდან პროდუქციის გატანისას შექმნილი უწესრიგობის აღმოფხვრა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00) ტელ: 557 30 61 69
|