|
დასახელება:
ადმინისტრატორი/უფროსი მოლარე
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
იხსნება კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ახალი ფილიალი შინდისში.
პოზიცია: ადმინისტრატორი/უფროსი მოლარე
ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი: სოფ. შინდისი, თბილისი-კოჯრის გზატკეცილი 13ა
ანაზღაურება: 1400 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00) ტელ: 557 30 61 69
|
|
|
|