Робота для біженців з України
HoReCa-ს გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa-ს გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Provider.ge
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
პროვაიდერ.ჯი - აცხადებს ვაკანსიას თბილისში HoReCa-ს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

შპს "პროვაიდერ.ჯი" 2013 წლიდან ეწევა, არსავაჭრო ობიექტების კერძოდ HoReCa-ს მიმართულებით საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო და დალაგების საშუალებებით მომარაგებას .

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქციის სრული შესწავლა და ცოდნა;
** არსებული HoReCa ობიექტების შენარჩუნება და მათთან ასორტიმენტის/გაყიდვების გაზრდა;
** ახალი ობიექტების/პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** ობიექტებთან შეხვედრა და მათთვის პრეზენტაციის გაკეთება;
** ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმოება;
** გრაფიკის მიხედვით რეგულარული ვიზიტები პორტფელში არსებულ HoReCa ობიექტებში;
** დასახული გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი: თანხის ამოღება და პრობლემური ვალის დროულად გამოვლენა;
** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან.

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** დროის და პროცესების მართვის უნარი;
** მიზანზე/გეგმაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობს უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში; უპირატესობა მიენიჭება HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილებას;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-18:00; შესვენება 1 საათი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი; (ხელზე ასაღები 2000 ლარის ფარგლებში)
** ჯანმრთელობის დაზღვევა; საწვავით უზრუნველყოფა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@provider.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე