|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.
საბითუმო ვაჭრობასთნ ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობა და მართვა;
** პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა და ფილიალის ვიზუალური მხარის გაუმჯობესება;
** გაყიდვების ზრდისთვის დაგეგმილი აქტივობების განხორციელება და ახალი იდეების ინიცირება;
** მომხმარებლებთან ინტერაქცია და მათი საჭიროებების ანალიზი;
** ხელოსნებთან/დიზაინერებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა და მათთვის ფილიალში მიმდინარე სიახლეების შეტყობინება;
** ფილიალში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება კლიენტებისთვის და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** შეძენილი ან/და დარეზერვებული პროდუქციის მომხმარებელთან ტრანსპორტირების უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში;
** პროდუქციის სწორად შეკვეთა და პროგრამაში შესაბამისი ოპერაციების მონიტორინგი-მართვა;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში რეალიზაციების განხორციელება და დოკუმენტაციის მართვა;
** სალაროს დღის დახურვის პროცესში მონაწილეობა და კონტროლი.
** პერიოდულობით, ფილიალის აღწერა და არსებული რაოდენობის დადარება პროგრამულ ნაშთთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია გათბობა-გაგრილებისა და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამები (MS Office).
პიროვნული თვისებები:
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|