|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სამკაულების ბრენდი ეშვი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
საიუველირო ბრენდი "ეშვი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა;
** სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა მსგავს სფეროსა და პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
** სამუშაო გრაფიკი: არასრული
** კვირაში 5 სამუშაო დღე
** 2 ცვლა: 10:00-16:00, 16:00-22:00
** დაგხვდებათ კომფორტული სამუშაო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიური გუნდი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე: info@eshvi.co.uk
|
|
|
|