|
დასახელება:
პროექტების ანგარიშგების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ანგარიშგების კოორდინატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
** ფინანსური და საბუღალტრო დეპარტამენტისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის ნაწილის მომზადება;
** გაყიდვების მენეჯერთან ერთად ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
** მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პროცესში მონაწილეობა;
** მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, პროექტების მართვისა და შესყიდვების დეპარტამენტთან.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office);
ენები:
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო გამოცდილება:
სამშენებლო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საინჟინრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
კომპეტენციები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დასაქმების პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1040/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|