Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიფოქსი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"თიფოქსი" სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.tfox.ge

კომპანია "თიფოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

რისი გაკეთება მოგიწევს?

** პოტენციური ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებული კორპორაციული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი (after sale) სერვისის შეთავაზებით;
** პროდუქტის ეფექტური რეალიზება;
** გაყიდვების რაოდენობრივი და ფინანსური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით.

რა უნდა იცოდე?

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი.

ჩვენ რას გთავაზობთ

** სექტორში კონკურენტულ ანაზღაურებას;
** გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** ტრენინგებს;
** Onboarding-ის გამართულს სისტემას გუნდში მარტივი ინტეგრაციისთვის;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** კორპორაციულ ნომერს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2026 წლის 09 თებერვლამდე;

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე