|
დასახელება:
უფროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე, ბათუმში.
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.
ლოკაცია: ბათუმი
მის: მარჯანიშვილის ქ. #6
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კორპორატიული დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია (მაგ. წილების გადაცემა, დაფუძნება და სხვა);
** სახელმწიფო ვალდებულებების ვადების კონტროლი და შესაბამისი უწყებებთან კოორდინაცია;
** ნებართვების და ლიცენზიების მიღების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შეფასება;
** შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საბანკო გარანტიების, შეთანხმებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
** ტენდერებში მონაწილეობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სამართლებრივი გეგმის შემუშავება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** მინიმუმ 4+ წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი იურისტის/წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე ადმინისტრაციულ ან/და სახელმწიფო ორგანოში
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი/ზეპირი)
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2026 წლის 09 თებერვლის ჩათვლით გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@alliance.ge-ზე. სათაურში მიუთითეთ: უფროსი იურისტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|