Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
კომპანია შპს "ემტექი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (სამედიცინო, ესთეტიკური აპარატურა)

შპს "ემტექი" M-Tech, რომელიც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 2008 წლიდან დინამიური ზრდით, კომპანია უზრუნველყოფს სათანადო დანადგარების, მასალების იმპორტსა და მიწოდებას მსოფლიოში ცნობილი სანდო მწარმოებლებისგან და საქმიანობა მოიცავს როგორც სპეციფიური აღჭურვილობის, მასალების, ნაწილების დისტრიბუციას, ასევე სათანადო მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ მხარდაჭერას ბიოსამედიცინო საინჟინრო სერვისს საკმაოდ დიდი გუნდის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის საიტს: https://mtech.ge/ge

გაყიდვების მენეჯერი (ან გაყიდვების სპეციალისტი: ესთეტიკური, სილამაზის და სარეაბილიტაციო, სპორტული მედიცინის პროდუქცია: აპარტურა, სახარჯები, საკვები დანამატები)

თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული, გაბედული, შეგიძლია გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს სიახლეების შესწავლის და წარმატების მიღწევის სურვილი, ამასთან - გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოგვიერთდით, ჩვენ დაგეხმარებით შესწავლაში და ყოველდღიურ საქმიანობაში

ძირითადი მოვალეობები:

** ესთეტიკური აპარატურისა და პროდუქციის მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ბაზრის და პროდუქციის ძირითადი მახასიათებლების შესწავლა
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება პირისპირ შეხვედრებით, ვიზიტები პოტენციურ მყიდველებთან, მათი საჭიროებების გაცნობა და ჩვენი შეთავაზებების შესახებ პრეზენტაციები
** პოტენციური და არსებული მომხმარებლების ბაზების შექმნა და მართვა
** მომხმარებლებთან სისტემატური და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ადგილზე ვიზიტები, პერიოდული ანგარიშების წარმოება, ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზება
** ვიზიტები როგორც თბილისში ისე რეგიონებსა და რაიონებში, აგრეთვე საზღვარგარეთ მომწოდებლებთან
** ბაზრის კვლევა და ანალიზი - ფასების, კონკურენტებისა და ტენდენციების შესახებ
** გაყიდვების გეგმის შემუშავება, შესრულება და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია, საწყობის მარაგების შეფასება
** შეხვედრების გეგმის შედგენა, ორგანიზება, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში, სატელეფონო და სხვა მეთოდებით
** სხვა მსგავსი ამოცანების, აქტივობების შესრულება

მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ესთეტიკურ პროდუქციასთან გაყიდვებში, ჯანდაცვის ან მონათესავე დარგებში მუშაობის გამოცდილება (თუმცა, მისაღებია სათანადო უნარების დამწყები სპეციალისტი ან სტუდენტებიც)
** ინგლისურის კარგად ცოდნა სავალდებულოა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
** საუბრის და მიმოწერის კარგი უნარები, კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება
** საპრეზენტაციო მასალის მომზადების და ინფორმაციის წარდგენის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, გაყიდვებთან დაკავშირებული აპლიკაციების გამოყენების უნარები

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი, ვ. ივერიელის #32, სრული/ნახევარი განაკვეთი შეთანხმების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (განიხილება შეთავსებაც, დღის გარკვეული მონაკვეთით, მოლაპარაკების საფუძველზე).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (სრული დატვირთვით - 1200.00 ლარი დამწყებთათვის) + გაყიდვებიდან ყოველთვიური ბონუსი (საორიენტაციოდ 2000 ლ +), შესაძლებელია სამედიცინო დაზღვევაში ჩართვა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mtech.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი, 2026წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე