Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: მოდერნ ლაინი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
"მოდერნ ლაინი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა
** არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, ფასადის კონსტრუქტორების ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება
** კომპანიის პროდუქციის შესწავლა
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით
** არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
** მრავალბინიან პროექტზე მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია, ArchiCAD პროგრამასთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, 3D MAX - პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** Revit-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: modernline.georgia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე