Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=692990&print=yes&view=jobs
 
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 09 თებერვალი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** დასვენების დღეები: კვირა, ორშაბათი
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
** კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის მიღების პროცესის მონიტორინგი;
** ნედლეულის დასაწყობება და მონიტორინგი;
** ნედლეულის აღრიცხვაში ჩართულობა;
** პროდუქციის საწყობში შემოსვლა/ გასვლის დროს გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება
** აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური/პროფესიული განათლება
** სასურელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია: ელ-ფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია