|
დასახელება:
ვებ-გვერდის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
კ-მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა Photoshop-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
** ავტომობილის აგებულების (ნაწილების)ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვებ-გვერდიდან online გაყიდვების მართვა, შემოსული შეკვეთის დამუშავება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში შემდგომი რეაგირებისთვის.
** ვებ-გვერდზე ატვირთული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივად განახლება, პროდუქციის ღირებულებების კონტროლი, პროდუქციის აღწერილობის შესაბამისობაში მოყვანა;
** ვებ-გვერდის კონტენტის განვითარება,
** კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სტილისტურ-პროგრამული პარამეტრების გათვალისწინებით;
** ინფორმაციის შეკრება და მისი ვებ-გვერდზე განთავსება;
** ვებ-გვერდის ტექნიკური მართვა;
** ვებ-გვერდის online chat-ის მართვა და მომხმარებლის შეკითხვებზე დროული რეაგირება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, შაბათ დღეს 09:00 -17:00საათამდე.
ანაზღაურება: 1500 ლარიდან (გამოცდილების მიხედვით)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
|
|
|
|