Робота для біженців з України
მორიგე ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 09 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
"მეგალაბი" აცხადებს მორიგე ფლებოტომისტის ვაკანსიას.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ამბულატორიული პაციენტების მიღება;
** პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე, ფლებოტომიის ორგანიზება/ ჩატარება;
** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი;
** ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

პირობები:

გრაფიკი: 24 სთ-იანი ცვლა 4 დღეში ერთხელ;
ანაზღაურება: 1200 ლარი (Gross);
მისამართი: პეტრე ქავთარაძის 23, Megalab Drive;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 თებერვალი, 2026 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 5 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე