|
დასახელება:
ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
მეგალაბი
|
|
გამოქვეყნდა: 09 იანვარი
/ ბოლო ვადა: 09 თებერვალი
|
"მეგალაბი" აცხადებს ლაბორანტის ვაკანსიას პათოლოგიის მიმართულებაში.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიაში არსებული აპარატურის რეგულარული მონიტორინგი და მოვლა;
** ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგი;
** აპარატურის შევსება საჭირო რეაგენტებით;
** პროცესირებული ნიმუშების დაყალიბება პარაფინში;
** პარაფინული ბლოკების დაჭრა მიკროტომზე;
** ანათლების შეღებვა ჰემატოქსილინ-ეოზინის მეთოდით;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ღრმა და/ან სერიული ანათლების დამზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ანათლების დამატებითი ჰისტოქიმიური შეღებვა;
** სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ აპარატურის გასუფთავება;
** დაჭრილი პარაფინული ბლოკების დახარისხება ნუმერაციის მიხედვით და არქივში ჩაბარება;
** ჰისტოლოგიური პრეპარატების პროცესირების თითოეული ეტაპის აღრიცხვა მართვის ელექტრონულ სისტემაში;
** შეღებილი ჰისტოლოგიური პრეპარატების რეფერირება შესაბამის პათოლოგანატომზე;
** ლაბორატორიაში სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია, ლაბორატორიაში სტაჟირების/მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
პირობები:
მისამართი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 23;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 სთ);
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|